Tuesday, March 31, 2015

პროექტის სახელწოდება: მერი დავითაშვილი
პროექტის აქტუალობა: დღევანდელი თაობა ძირათადად დაკავებულია საზღვარგარეთის კულტურის შესწავლით რაც მკაფიოდ ჩანს მყუსიკის სამყაროში, ბავშვების მიდრეკილება უცხოური სიმღერებისადმი, საერტოდ დავიწყებას მიეცა ცნობილი ქართველი კომპოზიტორები როგორც სახელი დაგვარი ისევე მათი შემოქმედება. საჭარიოა მათი შემოქმედების აქტიურად წინ წამოწევა.
პროექტის მიზანი: გაეცნონ ქართველ კომპოზიტორთა ბიოგრაფიას და შემოქმედებას შეაფასონ და შეადარონ სხვა ქვეყნების მუსიკას, შეისწაბვლონ და შეიყვარონ მშობლიური კულტურა გაანალიზონ საქართველოს მუსიკალური წარსული და იამაყონ იმით თუ რა ადგილი უკავია  ქართულ ხელოვნებას და ქართველ შემსრულებლებს მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში.
მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი 13-14 წლის მოსწავლეები.
ვადები ხანგრძლივობა: პროექტი მომზადდეს მინიმუმ ერთ თვეში.
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალა მერი დავითაშვილის შესახებ მისი შემოქმედებიდან შეისწავლოს სიმღერები, მოიძიონ ფილმები სადაც ჟღერს ამ კომპოზიტორის მუსიკა, მოიძიონ მულფილმები, შეისწავლონ და შეასრულონ სიმღერები მოძიებული ნაწარმოებიდან, ამოიღონ ნაწყვეტები შერჩეული ფილმებიდან და გამოიყენონ მსვლელობის დროს, იმსჯელონ კინო ხელოვნებაში მუსიკის როლზე.
პროექტისთვის ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პიანინო, მონიტორი, დისკები, ხელოვნების მასწავლებელი.
საგნებთან კავშირი, ხელოვნება და ისტი.
პროექტის მსვლელობა: კლასში არის 27 მოსწავლე, კლას დაიყოს 4 ჯგუფად თითიოეულ ჯგუფში არის 5 მოსწავლე, I- ჯგუფი გააცნობ კომპოზიტორის ბიოგრაფიას: მერი დავითაშვილი შალვას ასული დაიბადა 1924 წლის 13 მარტს თბილისში ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი 1976 წლებში 1946 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ფროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასი, 1968 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკური კავშირის კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის წევრიაა. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიაში კომპოზიციის კათედრის პედაგოგია ინსტრუმენტირების კლასში. ნაყოფიერად მუშაობს საბავში მუსიკის დარქში
II- ჯგუფი გააცნობს კომპოზიტორის შემოქმედებას: მერი დავითაშვილს დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა ქაჯანა 1965 წელს, დაიდგა 1966 წელს და ნაცარქექია 1972 წელს. მრავალი საბავშვო სიმღერა: დილა მშვიდობისა, დავიბანე პირი, ეს საწყალი კურდღელი, ანაო ანაბნაო, მატარებელი და სხვა. მუსიკას საბავშვო სრულ მეტრაჟიანი მხატვრული და ნახატი ფილმებისათვის: მანანა, მტრობა, ხელმარჯვე ოსტატიჩხიკვთა ქორწილი, წუნა ად წრუწუნა, წრილი და ჭიანჩველა, სათაგური.
ორი საორკესტრო სუიტ, ბალეტ მზის ქორწილისათვის 1954 წელს, ფანტაზია ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით 1957 წელს, პოემა ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით 1954 წელს, ხუთი რომანსი ანა კალანდაძის ლექსებზე, სიმღერები სამშობლოზეგუნდისათვის და სხვა.
III-ჯგუფი: გააფორმებს კლასს ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შესაბამისი პორტრეტებით და წარწერებით.

IV-ჯგუფი: შეასრულებს მუსიკას მერი დავითაშვილის შემოქმედებიდან, კერძოდ  მანანას სიმღერას კინოფილმიდან მანანა, წუნა და წრუწუნას დუეტი მულტფილმიდან წუნა და წრუწუნა, ზაქარიას და ქეთევანის დუეტი მულტფილმიდან ჩხიკვთა ქორწილი, საბავშვო სიმღერა დილა მშვიდობისა. დარჩენილ ორ მოსწავლეს ევალება შეკითხვების დასმა:
1) რა არის საუნტრეკი ( მუსიკა  კინოფილმისათვის)
2) ვინ ასულებს მანანას როლს კინოფილმ მანანაში (ნანული სარაჯიშვილი)
3)  რას ნიშნავს დუეტი?  ( ორ შემსრულებელს)                   4) რას   ნიშნავს კვარტეტი (ოთხ შემსრულებელს)
5) რას დაკარგავდა მუსიკა რომ არ ყოფილიყო პოეზია? (სიმღერას)
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან გელაძე
ელ.ფოსტა:darejangeladze7@gmail.com